ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან - ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამეფო მოხატულობა
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 12:00 სთ-ზე მართვს ღია სემინარს. სემინარზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირის. 2023 წლის 24 თებერვალს სემინარზე წარმოდგენილი იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ მარიამ დიდებულიძის მოხსენება - ,,ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან - ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამეფო მოხატულობა“. ქალბატონმა მარიამმა მსმენელებს გააცნო შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ყინწვისის ტაძარი და მისი შესანიშნავი მოხატულობა, რომელიც XIII ს-ის დასაწყისშია შესრულებული თამარ მეფის დიდმოხელის, ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესის, ანტონ გლონისთავისძის ქტიტორობით და თამარ მეფის, გიორგი III-ის და გიორგი IV-ის პორტრეტებს შეიცავს. საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ღვაწლმოსილ მეცნიერს საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სემინარის ჩატარებისთვის.
მსგავსი ვიდეოები
ეკა გედევანიშვილი — სატაძრო მოხატულობებში წმ. მხედართა განთა...
ჩუბინაშვილის ცენტრი - Chubinashvili Centre
ICOMOS-ის დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
თბილისის მურალ ფესტივალი 2022. JAMnews ქართულად
JAMnews ქართულად
ლევან ცუცქირიძის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო ექსპედიცია ვარძიაში
culturegovge culturegovge
პირველი ისტორიული სამუშაო შეხვედრა ტაო-კლარჯეთში
culturegovge culturegovge