„ჰარი ჰარალე, დედაო“ - პრემიერა პირველ არხზე


საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს ტელე-პრემიერაა.

მაყურებელი ტელე-ეკრანზე ქართულად პირველად ნახავს რეზო გაბრიაძის ავტობიოგრაფიულ ფილმს, სადაც ცნობილი მხატვარი, რეჟისორი და მწერალი თავად არის მთავარი გმირი და მთხრობელი.

„ჰარი ჰარალე დედაო“-ს ჩვენების ექსკლუზიური უფლება ჩვენმა ტელევიზიამ მოიპოვა. ფილმი გაბრიაძის ბავშვობისდროინდელი მოგონებებით და ადრეული პერიოდის მოთხრობების მიხედვითაა შექმნილი. ანიმაციურ ნამუშევარში ავტორის 500-მდე ნახატი გამოიყენეს. ფილმს, რომლის რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა, ორი წლის განმავლობაში კინო-სტუდია ბაზილევსში იღებდნენ. არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ფილმის სატელევიზიო პრემიერამდე გაბრიაძის თეატრში პირველი არხის მიერ ორგანიზებული ჩვენება მოეწყო.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან