რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
ტაშით გააცილეს დღეს ანჩისხატის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე რეზო გაბრიაძე. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და სცენარისტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ეკლესიაში გაიმართა. მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების პირველმა პირებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადეობის წარმომადგენლებმა. რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები „არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინძაძა“. 2010 წელს რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრის გვერდით ააშენა უნიკალური საათიანი კოშკი, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი. მისი ბოლო ნამუშევარია ანიმაციური ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“. რეზო გაბრიაძის უკანასკნელი ნამუშევრის ტელე-პრემიერა საქართველოს პირველ არხზე 2020 წელს შედგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოთხოვება რეზო გაბრიაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამომშვიდობება რეზო გაბრიაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზო გაბრიაძე
giorgi kekelidze
რეზო გაბრიაძის საათი მსოფლიოს ორიგინალურ საათებს შორის მოხვდ...
Zura Balanchivadze
ნუკრი კაპანაძე \u0026 ვანიკო მაჭავარიანი - "მხოლოდ შენ ერთს"...
Sofia Nioradze