მოლაპარაკებები ოპოზიციაში
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ისევ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ საერთო შეთანხმება ჯერ არ არსებობს თავად ოპოზიციაში. „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების“ და „გირჩის“ შეთავაზებას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიები არ იღებენ და ამბობენ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ და ხელისუფლების მიმართ იგივე მოთხოვნები აქვთ. რაც შეეხება მოქალაქეების და „გირჩის“ ინიციატივას - მათი განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება უნდა მოხდეს საარჩევნო რეფორმასა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე პლებისციტის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს განმსაზღვრელი, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. ამ შეთავაზებაზე ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ წევრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გეგმავენ. რაც შეეხება ელჩების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს დაესწრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საარჩევნო გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster