სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გზავნილები
არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება. ოპოზიციის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას პრეზიდენტი ითხოვს. ორბელიანების სასახლეში დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მიიღეს. როგორც ჩანს, შეხვედრაზე მიწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც დღევანდელ კონსულტაციებს არ დასწრებია. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის ნაკლებობაზე და პასიურობაზე მიუთითებს და აინტერესებს, რას აკეთებს დარჩიაშვილი უწყება ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის პროცედურის გასამარტივებლად. პრეზიდენტი პირველი არ არის, რომელიც ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე საუბრობს. საკონსულო აღრიცხვის და რეგისტრაციის პროცედურის გართულებაში ხელისუფლებას ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც ადანაშაულებენ. მმართველი გუნდი სახელმწიფოს მეთაურის დღევანდელ გზავნილებს ოპოზიციის მიერ დაწყებული მიზანმიმართული კამპანიის ნაწილად აცხადებს და პრეზიდენტს საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფორმულა 14:00 საათზე — 26 თებერვალი
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 8 თებერვალი, 2024 #L...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 22 თებერვალი, 2024 #...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია: ქართულ მედიაზე, გადადგომის დღეზე, ივანიშვილზე, არჩე...
Giorgi Gakharia
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster