სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გზავნილები
03/29/2024
არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება.
ოპოზიციის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას პრეზიდენტი ითხოვს. ორბელიანების სასახლეში დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მიიღეს. როგორც ჩანს, შეხვედრაზე მიწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც დღევანდელ კონსულტაციებს არ დასწრებია. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის ნაკლებობაზე და პასიურობაზე მიუთითებს და აინტერესებს, რას აკეთებს დარჩიაშვილი უწყება ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის პროცედურის გასამარტივებლად. პრეზიდენტი პირველი არ არის, რომელიც ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე საუბრობს. საკონსულო აღრიცხვის და რეგისტრაციის პროცედურის გართულებაში ხელისუფლებას ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც ადანაშაულებენ. მმართველი გუნდი სახელმწიფოს მეთაურის დღევანდელ გზავნილებს ოპოზიციის მიერ დაწყებული მიზანმიმართული კამპანიის ნაწილად აცხადებს და პრეზიდენტს საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.