ისრაელში გამართული სპორტული ტურნირის გამო ახმეტის გამგეობა სკანდალშია გახვეული

30.03.2016 02:28

ისრაელში გამართული სპორტული ტურნირის გამო ახმეტის გამგეობა სკანდალშია გახვეული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ რაიონიდან ასპარეზობაში მონაწილეობის მიზნით წასულ ძიუდოისტთა ჯგუფში გამგებლის და მისი მოადგილის მეუღლეებიც მოხვდნენ. თუმცა მათი გამგზავრების დაფინანსებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. რაიონის მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევთ.

გაზიარება:
Paliani