აბაშის სოფელ სუჯუნაში, მეგრულ ოდებსა და სტანდარტულ სახლებს შორის, საუკუნოვანი, აგურითა და ქვით ნაშენი, ლამაზი და თითქოს, იდუმალებით მოცული სასახლე დგას. ორჭიშკრიან, არც თუ ისე დიდ ეზოში შესვლის შემდეგ 8 საფეხურს აივლი და იტალიელი ოსტატების შემქნილ სასახლეში მოხვდები, თუმცა, უკვე დიდი ხანია, 104 წლის ისტორიას შიგნით მხოლოდ ჭერი ინახავს, რადგან საკუთარი კვალი კომუნისტებმა აქაც დატოვეს. დღეს აქ მორჩილები ცხოვრობენ. მანამდე, საბჭოთა პერიოდში კი სკოლა იყო განთავსებული.
სასახლე პროფესიით მებაღე-დეკორატორსა და პირველ ქართველ მილიონერს მრეწველს აკაკი ხოშტარიას დედისთვის აუშენებია - გვიყვება აბაშის საკათედრო ტაძრის მოძღვარი დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. სწორედ მან მოიძია ცნობები და აბაშის შესახებ მცირე ისტორიული პასაჟები ერთ წიგნში გააერთიანა.
„სოფელში, მოხუცებში შემორჩენილი იყო გადმოცემა, რომ აქ მდგარა მეგრული დიდი, აივნიანი ოდა. როცა გარდაიცვალა კონიაკის მრეწველი დავით სარაჯიშვილი, მას სთხოვეს, რომ შეესყიდა მისი სახლი. ასეც მოხდა. აკაკიმ ჩამოიყვანა იტალიელი ოსტატები და თბილისის სახლის სამუშაოების პარალელურად აქ, სუჯუნაში დაიწყო მშენებლობა. აქ ძირითადად მისი დედა, ვარდიკო ავალიანი ცხოვრობდა“, - გვიყვება დეკანოზი.
სასახლე 3 წელიწადს შენდებოდა. შენობას გარე ფასადი თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული. ის ევროპული სტილისთვის დამახასიატებელი ორნამენტებითაა მორთული. ქვაში გამოკვეთილი ქალის სახე, რომელიც მთელ სასახლეზეა დატანილი, ზუსტად არავინ იცის ვინ არის.
ყველაზე დიდ ოთახში ჭერზე შემორჩენილი ღვინის, დოქის, ვაზისა და ყანწის ორნამენტები გვაფიქრებინებს, რომ ეს საბანკეტო დარბაზი იყო, რომელიც, თავის მხრივ, მომიჯნავე ოთახისგან თაღებითაა გამოყოფილი. ერთ-ერთი ოთახის ჭერზე კი მუსიკალურ საკრავებს შენიშნავთ. აქ, როგორც დეკანოზი ამბობს, ალბათ სალონური ოთახი იყო. სასახლე სულ ათ ოთახისგან შედგება და მას ორი აივანი ამშვენებს.
“გადახურვა რომ სჭირდებოდა სასახლეს, ბუხრის ერთ-ერთ ნაშენ მასალაში აი, ასეთი აგურები აღმოაჩინეს, ჯვრის გამოსახულებით. ვვარაუდობთ, რომ მთელი სახლი ასეთი აგურებითაა ნაშენები. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ აკაკი ხოშტარია არამხოლოდ ტრადიციების მიმდევარი ადამიანი, ეკლესიური და მორწმუნეც იყო. სხვათა შორის, ტაძარი სუჯუნაში მისი გადახურულია. სწორედ ამ სახურავმა გადაარჩინა მთელი საბჭოთა პერიოდი ეკლესია დაზიანებს. მოგვიანებით კი, აკაკის სურვილით, დედაც ამ ტაძარში დაიკრძალა“, - გვეუბნება მამა კონსტანტინე.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...