ეკონომიკური რეიტინგი


საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „სთანდართს ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „ბიბის“ დონეზე დაადასტურა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკური მდგრადობა შეინარჩუნა.

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება, დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა. ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები. სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან