„საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმება
„ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის პირველი შეთანხმება. ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საკრებულომ, სადაც ბოლო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა, 14 ხმით შოთა წურწუმია აირჩია. აქედან შვიდი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. მმართველი გუნდი ფაქტს ექს-პრემიერის პარტიის და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ალიანსის ოფიციალურ გაფორმებად აცხადებს. თუმცა ის, რაც ხელისუფლების მხრიდან მოღალატეებისა და რადიკალების გაერთიანებად ფასდება, საკრებულოებში ბალანსის დაცვაა თავად გახარიას გუნდისთვის. მმართველი პარტია მოვლენების განვითარების ანალოგიურ სცენარს ელოდება იმ საკრებულოებშიც, სადაც უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს. მათ შორის ბათუმში, სადაც თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევიათ, დღევანდელი სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ მივიდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"იმედი"-ს უკვე ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ მისი გადაცემების...
MULTIMEDIA GE
ანა ბუჩუკურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეთანხმება „გაზპრომთან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია: ქართულ მედიაზე, გადადგომის დღეზე, ივანიშვილზე, არჩე...
Giorgi Gakharia
გახარიას პარტიის ინიციატივა და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავმჯდომარეობის კანდიდატები და უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster