თავმჯდომარეობის კანდიდატები და უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნებისთვის ემზადება. თავმჯდომარეობის პირველი კანდიდატი, რომელიც ნიკა მელიას კონკურენციას გაუწევს, პარტიის წევრი გიორგი ჩალაძეა, რომელსაც უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძეც, რომელმაც უმოქმედობის არგუმენტით ბოლო პერიოდში მელია არაერთხელ გააკრიტიკა. არ გეგმავს, თუმცა პარტიის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც პარტიის განახლების აუცილებლობაზე აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მოქმედი თავმჯდომარე დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. ორად გაყოფილ გუნდში არჩევნების თარიღზე დროულად შეთანხმებას ითხოვენ. პარტიის ის ლიდერები, რომლებმაც ორი დღის წინ გუნდთან შეუთანხმებლად ნიკა მელიას გადადგომა და შიდა არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ელექტორატისგან ლეგიტიმაციის ხელახლა მიღების მთავარ მიზნად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებენ. სწორედ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის და შიდა პარტიულ პროცესებში ექს-თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის სავარაუდო ჩარევის გამო ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში კრიზისი სულ უფრო მწვავდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ახალი თავმჯდომარის არჩ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დარღვეული შეთანხმება - სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კოდექსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster