13 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა-2017“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I პრემია - ალექს ჩიღვინაძე - „უხერხემლო“ ► http://gov.ge/s/3fd13
II პრემია - ირმა ტაველიძე- „კედელი სტალინის პორტრეტისთვის“ ► http://gov.ge/s/a09de
III პრემია - დავით ხორბალაძე - „შობის ტოლმა“ ► http://gov.ge/s/36cf5
სამ გამარჯვებულს, რომელიც 18 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.
კონკურსი ახალი ქართული პიესა, წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.
მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდმა თანამშრომლობა დაიწყო ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017“ ვრცელ, საერთაშორისო ფორმატშია წარმოდგენილი.
სამივე გამარჯვებული პიესა ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა.
http://culture.gov.ge/