2004 წელს ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დაკავებულია

02.04.2018 00:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
00:29

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა
00:28

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ორი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა
02:06

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ორი ყოფილი მსჯა...

საქართველოს პროკურატურა

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ბოკერიასთან (კომპილაცია)
11:19

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ბოკერიასთან (კომპილაცია)

რადიო თავისუფლება

\"2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა\"
00:52

"2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულ...

Maestro Television

2004-წელს დაბადებულ ჭაბუკებმა მზადება დაიწყეს !!!
01:20

2004-წელს დაბადებულ ჭაბუკებმა მზადება დაიწყეს !!!

FC GRAND TV

2004-წელს დაბადებული ჭაბუკების მზადება თბილისის ზღვაზე !!!
02:12

2004-წელს დაბადებული ჭაბუკების მზადება თბილისის ზღვაზე !!!

FC GRAND TV

2004-წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის \"თბილისის ლიგა\" აფხაზეთი - გრანდი 2-3 მიმოხილვა !!!
02:38

2004-წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის "თბილისის ლიგა" აფხაზეთი...

FC GRAND TV

ყველა ვიდეო