სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ბოკერიასთან (კომპილაცია)

06/09/2016

ნახეთ გიგა ბოკერიასთან სალომე ასათიანის ინტერვიუს საინტერესო მონაკვეთები.

ამა თუ იმ ციტატაზე სწრაფად გადასასვლელათ აღწერილობაში დააწკაპუნეთ დროის ლურჯად მონიშნულ მონაკვეთებზე.

00:02
ყველა პოლიტიკური დევნილი ციხიდანაც გათავისუფლდება და საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაც მიეცემა და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა....

01:10
სალომე ასათიანი: ანუ, სააკაშვილი იქნება ერთი რიგითი წევრი თქვენი პარტიისა, როცა დაბრუნდება, თუ, რას ბრძანებთ?
გიგა ბოკერია: ვერ დაგეთანხმებით...


01:49
მე პირველ ათეულში არასდროს ვყოფილვარ ამ პარტიის... განახლება არ ნიშნავს იმას, რომ მსხვილი პოლიტიკური პარტიის ან ძირითადი ოპოზიციური პარტიის, როგორც ნაციონალური მოძრაობა არის და რომელიც მე იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს შემდეგ არჩევნებში...

02:40
ამ ფიგურების მოზიდვა დღეს განახლებულ ათეულში რამდენად შეიძლება, ჩაი თვალოს იმად, რომ თვისებრივ, არსობრივ, ღირებულებრივ, თუ გნებავთ, ან წარსულში ჩადენილი შეცდომების გააზრებასთან გვაქვს საქმე?..


03:18
...მე არანაირი პროტესტი არ მიჩნდება იმაზე, როცა მოქალაქეები ან თუნდაც ჟურნალისტები თუნდაც არაკომპეტენტურად ან მიკერძოებულად სვამენ კითხვებს. ეს ნაწილია დემოკრატიის. მე პროტესტი მიჩნდება მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე...

03:51
ვინ უნდა დარჩეს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, წყვეტენ ამომრჩევლები, ქალბატონო სალომე. 2012 წელს ამომრჩევლებმა გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიენდოთ საქართველოს ბედი ოთხი წლით...

04:26
მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ფუნდამენტურად ქვეყანა დააყენა ევროპული დემოკრატიული განვითარების გზაზე და შემდგარი დემოკრატული სახელმწიფოს ფუნდამენტი შექმნა, იყო სერიოზული ჩავარდნა...

05:01
ღრმა არაკომპეტენტურობის და ღრმა მიკერძოების გარდა ვერაფერი ვერ ახსნის პარალელებს საბჭოთა კავშირს, ჩრდილოეთ კორეასა და 2004 წლიდან 2012-წლამდე საქართველოს შორის...

06:03
2003 წელს დაკვეთა ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასის იყო იმ კატასტროფიდან გამოსვლა როცა ჩვენი სიცოცხლე ყოველ დღე საფრთხის ქვეშ იყო, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებით...

06:41
რასაც ჩვენ ვხედავთ 2012 წლიდან დღემდე, ვხედავთ სურათს, როდესაც ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა 2012 წლამდე, არათუ არ გამოსწორდა, არამედ ხშირ შემთხვევაში გაღრმავდა, თუ, მაგალითად, საუბარია მიუკერძოებლობაზე სამართლებრივი სისტემის...

07:11
საქართველომ მიიღო ძალიან დიდი ბონუსი, როცა პირველად ამ რეგიონში მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს არის საფუძველი და ამას ეყრდნობა თითქმის ყველა ნეიტრალური ან მეტ-ნაკლებად ნეიტრალური მომხსენებლის შეფასება საქართველოს გამორჩეულობისა ამ რეგიონში...

07:49
არ მიწყინოთ, ქალბატონო სალომე. აი, ახლა რაც მოვისმინე, სხვა ტერმინს, გარდა აბსურდისა ვერ ვიხმარ.
– მსოფლიო ბანკის მონაცემები მოისმინეთ.
– არ მოგიყვანიათ სწორად. ნუ ცდილობთ, რომ წინა რესპონდენტს დავემსგავსო, მაინც ვერ მოახერხებთ ნამდვილად...

08:48
ინსტიტუტების მიმართ ნდობა იზრდებოდა 2012 წლამდე და ბოლო 4 წელი გვაქვს დრამატული ვარდნა... რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ხალხის ნდობა იყოს, თორემ, მინისტრები შეიძლება, იყვნენ არაპოპულარულები. მინისტრები შეიძლება, სძულდეს მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს, პოლიტიკურ სიძულვილს ვგულისხმობ, რასაც მივეჩვიეთ ბოლო 4 წელია...

09:44
...2004 წელს სიღარიბე იყო ტოტალური, პენსია საერთოდ ვერ რიგდებოდა. იყო 5 ლარი და საერთოდ ვერ რიგდებოდა. 2012 წელს არა მარტო პენსია იყო გაზრდილი, არამედ სპეციალური პროგრამები იყო. სიღარიბე იზრდება ახლა...

10:32
დღევანდელ მთავრობაში თქვენ გყავთ თანამოაზრეები, ოღონდ ფარისევლები. იმიტომ, რომ ამ მთავრობას მართავს ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი, რომელიც საკუთარ მდგომარეობას დღემდე იყენებს პირადი გამდიდრებისთვის...

10:55
ყველა ამომრჩეველს უნდა ესმოდეს: საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს როგორც ნება, ისე საშუალება ამ რეჟიმის დამარცხების და იმ ამოცანების შესრულების, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, არის ნაციონალური მოძრაობა...

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან