კამათი პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე


კამათი მოყვა დღეს პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2018 წლის ანგარიშის  განხილვას.

ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია ფაქტმა, რომ ანგარიშში არ მოხვდა გახმაურებული საქმეები, რომელთა ნაწილზე გამოძიება დასრულებული არ არის, მათ შორის, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, ვიტალი საფაროვის, ტატუნაშვილის თუ ია კერზაიას საქმეები.

ოპოზიცია იმითაც დაინტერესდა, მოინახულა თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან