1-3-3-1 შეტევა იაპონიის შესრულებით!

05/11/2021

1-3-3-1 შეტევა, იაპონიის შესრულებით.
2 ფაზიანი შეტევა, სწრაფი ხელი, ოთხი არჩევანი, ორი სამკაციანი შეჯგუფება, ბოლოს ფრთაზე გაშლა, რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება, სწრაფი და ზუსტი კომუნიკაცია, გახედვა, მიყოლა, ოფლოუდი და ბრწყინვალე ლელო. იაპონია ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაკრებია.
9 ნომერი იწყებს შეტევას და აწვდის იაპონიის მესამე ხაზელს ბურთს, მას აქვს ოთხი ვარიანტი. 1) თვითონ შევიდეს კონტაქტში, ან მონახოს სივრცე და ფეხები ამუშაოს. 2) გააკეთოს მარცხნივ გადაცემა და შემდეგ გადაყრაზე იმუშაოს. 3) გააკეთოს მარჯვნივ გადაცემა და გადაყრაზე იმუშაოს. 4) გაუშვას ბლოკს უკან სიღრმეში გადაცემა. ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა, რადგან როდესაც დაცვის კონცენტრაცია არის უბურთო პირველ მოთამაშეებზე ანუ ''ბლოკზე'' მაგ დროს სწრაფი ხელით სირღმეში გადაცემა, გარეთ სივრცეს ჰქმნის. შემდეგ ისევ სამკაციანი შეჯგუფება, ამ შემთხვევაში იაპონელი მორაგბე შედის კონტაქტში, რაც აბსოლუტურად გამართლებულია რადგან, ისეთი წყობაა სიღრმეში გადაცემას ვერ მოასწრებს. ითრევს შოტლანდიის ორ მოთამაშეს რაქში, თვითონაც ორი გადამყრელით მოქმედებენ, შემდეგ ფრთაზე 4/2-ზე აქვთ უპირატესობა სწრაფი რაქის მეშვეობით და ბოლოს კლასიკური დაბოლოება და მაღალი დონე.

My mission is to provide analysis for all levels of the rugby community by making it accessible and understandable whilst helping players and coaches improve performance!


Facebook:   / 347084216643555  
Facebook:   / giorgi.jakeli.18  

#რაგბისანატომია