საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ახლადგახსნილი საბაგირო გზით იმგზავრა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ახლადგახსნილი საბაგირო გზით იმგზავრა, რომლის მშენებლობა ავსტრიულმა კომპანიამ „დოპელმაიერმა" 2012 წლის 10 აპრილს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი იქვე მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეებს გაესაუბრა და მათ ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. მან ყურადღება პატარა, მათ შორის ოჯახური ტიპის სასტუმროების გახსნის აუცილებლობაზე გაამახვილა. იგი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელება აჭარის მთავრობამ შეაჩერა. მისი თქმით, ამ პროექტების გაგრძელება ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით გამოყო პროგრამა „ბათუმი ბარაკების გარეშე", რომლის გაგრძელებაც პრეზიდენტს აუცილებლად მიაჩნია. ქვეყნის პირველმა პირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა. ჟურნალისტები ტელეკომპანია „მე-9 არხის" ლიკვიდაციის თემითა და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნების საკითხით დაინტერესდნენ. Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi... Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM ----------------------------------------------------------------------------------------
მსგავსი ვიდეოები
ახალი სასტუმრო პიაცაზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახ...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
"Paused Georgia" / "დაპაუზებული საქართველო"
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ივანიშვილი ვერ წაშლის ამ ისტორიულ თარიღს - ლევან ვარშალომიძე
აჭარა ენმ / Adjara unm
აჭარის რევოლუციიდან 15 წელი გავიდა - მიხეილ სააკაშვილის ჩართ...
აჭარა ენმ / Adjara unm
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster