თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია


ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების მიზეზია.

ნატო-ს მაღალჩინოსნები, ამერიკელი კონგრესმენები, დიპლომატები და ევროპის ქვეყნების თავდაცვის უწყების პირველი პირები ბათუმში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ყველა გამომსვლელმა მოსკოვის ქმედებები მკაცრად დაგმო და საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად მცოცავი ოკუპაცია დაასახელა. კონფერენციის მონაწილეებმა დღეს ახალგორის იმ ორი მკვიდრის მძიმე ისტორიებიც მოისმინეს, რომელთაგან ერთი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო დაიღუპა, მეორე კი საჭირო სამედიცინო დახმარებას ამ წუთამდე ვერ იღებს. შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირება და მისი მოგვარების გზების მოძიება სთხოვა. მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ნატო-ში გაწევრიანების კუთხითაც. 

ლიკა ალელიშვილს ვრთავთ ბათუმიდან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან