One Billion Rising Kutaisi 2018

03/08/2018
LDA Georgia-ის მიერ

2018 წლის 17 თებერვალს, ქ.ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს/LDA Georgia ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით გაიმართა მსოფლიოს მასშტაბის კამპანია: \"ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის/One Billion Rising Revolution\".
კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის. (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე იხ.http://onebillionrising.org/)

ვიდეოები „LDA Georgia"-ისგან