მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს დღეს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვია. მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ამის შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადება. ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით გამართავს შეხვედრას. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი - ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია
Salome Zourabichvili
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა
Ajara TV
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
Georgian Government
საქართველოს ოფიციალური ვიზიტითი მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვია
Euronews Georgia
მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster