პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

03.04.2022 16:52

▪“ჩვენი მიზანი არის ორი რამ: დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად” ▪”მშვიდობიანი პოლიტიკით რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს არის პრიორიტეტული, მაგრამ მშვიდობიანი პოლიტიკას ზურგი გამაგრებული უნდა ქონდეს ძალით და ხელსაყრელი გეო-პოლიტიკური სიტუაციით” ▪„ქართველ ხალხს რომ მშვიდობა სურს, არის საზოგადოების დომინანტური განწყობა - ახლა ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო“ ▪„რუსეთში კრიზისი და ამ ფედერაციის დასუსტება გარდაუვალია, ამ შესაძლებლობას მზად უნდა დავხვდეთ და ხელიდან არ უნდა გავუშვათ“ ▪„დღეს, როდესაც მსოფლიო ზანზარებს, უკრაინაში ასეთი რამ ხდება და ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი საზრუნავი რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა“ ▪„ამ ვითარებაში, პროვოცირების ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩავერთოთ ამ ომში, არის მტრული ქმედება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ“ ▪„დღეს ნებისმიერი ავანტიურა შეიძლება უმძიმესი შედეგებით დამთავრდეს საქართველოსთვის, თუმცა ხვალ, არ არის გამორიცხული, საქართველოსთვის დადგეს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რასაც მზად უნდა დავხვდეთ“ ▪„ჩვენს სახელმწიფოს არ უნდა კარნახობდეს ვინმე, თუნდაც ძალიან კეთილგანწყობილი, როდის და რა უნდა გავაკეთოთ“ ▪„საქართველომ აბსოლუტურად ყველა დონეზე გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, შეიძლება, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს“ ▪ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: