პროფესორი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

05/26/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„დღეს ჩვენს თავზე, დამოკლეს მახვილივით, უამრავი რისკი ჰკიდია და, მადლობა ღმერთს, ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს - ესაა პირველი ხელისუფლებაა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას“
▪„დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია, ის ძალიან დიდი ბრძოლით მოვიპოვეთ - ეს ბრძოლა იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის პროცესშიც გარდამტეხი მოვლენა იყო 1988 წლის 26 მაისს ჩატარებული მძლავრი პოლიტიკური აქცია“
▪„70 წლის განმავლობაში, საბჭოთა მანქანამ იმდენად ამოშალა 26 მაისი ადამიანების გონებიდან, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცოდა ამ დღის მნიშვნელობა“
▪ირაკლი ბათიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათგან საჯაროდ ვისმენთ განცხადებებს, რომ ეს ქვეყანა ღირსი არაა კანდიდატის სტატუსის მისაღება
▪„ძალიან მძიმე მოგონებები უკავშირდება 2011 წლის 26 მაისს, თუმცა ეს აღმოჩნდა მოვლენა, რომელმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევაში“
▪„რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ისეთ ფაზაში შედის, რომ შეიძლება, ამას ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური კატაკლიზმები მოჰყვეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზული მზადება გვმართებს ამ კრიტიკული პერიოდისთვის, რათა ნანგრევებში კი არ გავისრისოთ, არამედ ეს პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ“
▪პროფესორი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022