პროფესორი, ფილოსოფოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

22.09.2022 21:40

▪„პრემიერის დღევანდელი გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი, მკაფიოდ იყო ფორმულირებული ძირითადი ორიენტირები, ჩვენი დასავლური ორიენტაცია, რომ დასავლურ სამყაროში ინტეგრირება და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა ჩვენი ძირითადი ორიენტაციაა - შესადავებელი ვერცერთ ოპონენტს ვერ ექნება“ ▪ირაკლი ბათიაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე: დღეს ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს ერთი - რაც შეიძლება მეტი რუსი სამხედრო გავიდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან და ეს კაცი გველაპარაკება, რომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, პირიქით, შემოვიყვანოთო ▪„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში, ამის საფრთხე იქნებოდა, რომელიც, შეიძლება, ჩვენთვის სავალალო შედეგებით დამთავრებულიყო“ ▪ირაკლი ბათიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვერავითარ აქციებს ვერ ააგორებენ - არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ხალხი აჰყვებათ ▪„დღევანდელ ოპოზიციას ერთი რამ მინდა ვუთხრა: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იდგებიან, წარმატების შანსი არ აქვთ - „ნაცმოძრაობის“ შანსებზე მსჯელობაც კი ანომალიად მიმაჩნია“ ▪„აშშ-სთან თანამშრომლობის შენარჩუნება და განმტკიცება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მაგრამ აშშ რომელ დეპოლარიზაციაზე უნდა გველაპარაკოს?“ ▪ირაკლი ბათიაშვილი რადიკალურ ოპოზიციასა და ცალკეულ ევროპარლამენტარებზე: არ აქვთ არცერთი მტკიცებულება, არცერთი არგუმენტი, ფაქტთან მიახლოებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი რამენაირად ქვეყნის მმართველობაში ერევა - არ შეიძლება, ასეთ ვირტუალურ თემაზე დღეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ბედი ააგო ▪პროფესორი, ფილოსოფოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: