ვითარება ახლო აღმოსავლეთში


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ომის დაწყებიდან ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 25 ათასს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მიმდინარე ოპერაციების დროს, კიდევ სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 198-მდე გაიზარდა. ისრაელის სამხედროები შეტევას ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე ხან იუნისში განაგრძობენ. მათ ხან იუნისში მდებარე ბანაკს შემოარტყეს ალყა. „სიენენის“ ცნობით, იქ ოპერაციები, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. პარალელურად, როგორც მედია წერს, ანკლავის თითქმის მთელი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. როგორც მედიაში წერენ, ღაზას სექტორთან კომუნიკაციის დამყარება კვლავ გართულებულია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან