ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა. ანსამბლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯემალ ჭკუასელს ჰქონდა პარკინსონის დაავადება, გუშინწინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გარდაიცვალა. ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერი წოდება მიენიჭა. 2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
TV IMEDI
ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა...
TV IMEDI
ჯემალ ჭკუასელი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯემალ ჭკუასელი
გადაცემა მაღვიძარა
ჯემალ ჭკუასელი
Giorgi Girkelidze
ჯემალ ჭკუასელი
guram svanidze