ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს


ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში.

საზოგადოება „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ემშვიდობება. ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება მან ქართულ ფოლკლორს მიუძღვნა, 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ცნობილ ანსამბლს, რომელსაც 135-წლიანი ისტორია აქვს. „ერისიონის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ხანა სწორედ ჭკუასელის სახელს უკავშირდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან