საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. ის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. დადგენილება მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს, როდესაც მას სასამართლოს ყველა ინსტანცია ცნობს დამნაშავედ. მოსარჩელის განცხადებით კი საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ და შალვა ნათელაშვილის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს,...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საკონსტიტუციო სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო უმრავლესობის კონსტიტუციურ წარდგინებაზე, საკონსტ...
TV IMEDI
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტანტინე გამსახურდიას სარჩელს გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster