„ნაციონალური მოძრაობის“ და შალვა ნათელაშვილის გეგმები
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტი შესაძლოა დასრულდეს. ამ საკითხზე გუნდში პოზიციები გაყოფილია, თუმცა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ამ თემაზე პირველი ღიად რომან გოცირიძე ალაპარაკდა და თანაგუნდელებს აქტიური საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდა, უკვე დღეს ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ორი დღის წინ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე კობა ნაყოფიამ შეცვალა. თუმცა თავად მელია საკანონმდებლო საქმიანობაში ვეღარ ჩაერთვება, რადგან ოთხი თვის წინ მისივე ინიციატივით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ფაქტია, რომ პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების აზრს ვერ ხედავდა, თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო და პარლამენტში ფორმალურად ყოფნას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობით ხსნიდა, უკვე დღეს სხვა აზრზეა. პარლამენტართა რიგებს მალე შესაძლოა „ლეიბორისტების“ ლიდერიც შეუერთდეს, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს. ბოლო დღეებში გაკეთებული არაერთი სკანდალური განცხადების გამო შალვა ნათელაშვილს განმარტებების გაკეთება უწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა გვარამიას დაკავება - ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ა...
#არჩევნები2020 ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს „სირცხვილის კორი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა ნათელაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სტრატეგია თვითმმართველობის არჩევნებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო“ - არჩ...
ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster