კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ


გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი კვლევა წარადგინეს. რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში, როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3 300 ქალი და 1 100 კაცი გამოიკითხა. 2020-დან 2022 წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევამ რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოკვეთა, კერძოდ, კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ასევე, საქართველოში ყოველ მეოთხე ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესებასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან