მთავრობა საწვავის ფასის შემცირების რესურსს ხედავს


საწვავის მაღალი ფასი - პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ.

რატომ არ იკლებს ქვეყანაში ბენზინის ფასი - ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკურენციის სააგენტოსთან საწვავის იმპორტიორებთან შეხვედრებს იწყებს. შესაბამისი დავალება მინისტრებმა პრემიერისგან მიიღეს. ირკვევა, რომ კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მოკვლევის შემდეგ კითხვები და ეჭვები გაუჩნდა, რის გადამოწმებასაც ახლა თავად საწვავის შემომტანებთან აპირებს. მთავარი კითხვაა, რატომ არ აისახება ლარის გამყარება და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის შედარებით დასტაბილურება საქართველოზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან