აქცია ქუთაისში

11.03.2021 00:49

მძღოლების საპროტესტო აქცია ქუთაისში. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ  და მთავრობას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მძღოლები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ავტობანისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა ავტობანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და საგზაო მოძრაობას არეგულირებს. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე საწვავის ფასი არ დაიკლებს, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტის კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: