მანდატურების გადამზადება
წელს მანდატურის სამსახური დამატებით 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეული 40 კანდიდატი გაივლის. აკადემიაში კანდიდატები შეისწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, ეფექტიან კომუნიკაციას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და დაეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მანდატურობის კანდიდატებს შსს-ს აკადემიაში მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე შეხვდა. ამჟამად, მანდატურის სამსახური უკვე წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 596 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80 პროცენტზე მეტს ფარავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მანდატურების გადამზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მანდატურების დისტანციური გადამზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სიახლეები მანდატურის სამსახურში
MES Georgia
სასკოლო მედიაცია - კონფლიქტის მოგვარება სპეციალურად გადამზად...
TV IMEDI
#ახალიდღე უსაფრთხო სკოლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მანდატურების შეხვედრა მინისტრთან
TV3