შრომის კოდექსის განხილვა

05.11.2019 01:26

შრომის კოდექსის რეფორმის ავტორებმა კანონპროექტი მესამე საჯარო შეხვედრაზე მუხლობრივად განიხილეს. აუდიენციას ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ინფორმაციით დისკუსიების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულის პოზიციების დაახლოება, რათა შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი შეიმუშაოს. სავარაუდოდ, ცვლილების განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: