არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაჰკითხავენ

16.01.2019 01:45

არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაჰკითხავენ. ეს მოთხოვნა პროკურატურას ჰქონდა და დაცვის მხარეც დაეთანხმა. შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი, გამოიკვლევენ თუ არა დაცვის მხარის დანარჩენ, ანუ წერილობით მტკიცებულებებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული მოზარდის საქმეზე პროკურატურამ უკვე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. პროცედურულად ახლა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, თუმცა, პროკურატურამ განმარტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს სადავოდ არ ცნობს,  შესაბამისად,  ეს მტკიცებულებები არ უნდა გამოიკვლიონ. არასრულწლოვანი დ.ღ. 6 თვის წინ ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, ის თითქმის ექვსი თვე პატიმრობაში იყო, თუმცა, ბრალს აღიარებდა. წინა სხდომაზე, 11 იანვარს, არასრულწლოვანს აღკვეთი ღონისძიების მძიმე ფორმა, შედარებით მსუბუქით, გირაოთი შეუცვალეს და მან სხდომათა დარბაზი დატოვა. დაცვის მხარე პროკურატურის ამ პოზიციას უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არასრულწლოვნების საქმის განხილვა
00:56

არასრულწლოვნების საქმის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შვიდი მოწმე დაკითხეს
01:28

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შვიდი მოწმე დაკით...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოწმეების დაკითხვა არასრულწლოვნების საქმეზე
01:37

მოწმეების დაკითხვა არასრულწლოვნების საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეებს მოუსმენენ
01:04

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეებს მოუსმენენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის პროცესი
03:01

ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
03:12

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კიდევ ერთი ხმაურიანი განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე
06:15

კიდევ ერთი ხმაურიანი განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე

Tv Kavkasia

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
01:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო