ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შვიდი მოწმე დაკითხეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმეზე შვიდი მოწმე დაკითხეს. მოწმეებს შორის არიან არასრულწლოვნები. დაცვის მხარე არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დ.ღ უკანონო პატიმარია და მისი უფლებები ირღვევა. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი მკვლელობის შემდეგ ზაზა სარალიძეს შეხვდა, საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა სასამართლოში ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამას ვერცერთი მოწმე და მტკიცებულება ვერ ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებმა არასრულწლოვნის მიმართ წარდგენილი ბრალი დაადასტურეს, რასაც ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოზარდების მკვლელობაში ერთი ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულ...
TV IMEDI
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სარალიძის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო კომისიის წევრების შეხევედრა NGO-ებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოწმეების დაკითხვა არასრულწლოვნების საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster