ბრიტანელები დედოფალ ელისაბედ მეორეს ემშვიდობებიან - „მოამბის“ რეპორტაჟი ლონდონიდან“


8 სექტემბრის შემდეგ ლონდონის ქუჩები ხალხითაა სავსე. დედოფალთან გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები მის მიერ განვლილ გზას იხსენებენ და ელისაბედ მეორის გარდაცვალებით ეპოქას დასრულებულად აცხადებენ.
ხალხმა ბუკინგების სასახლესთან შეკრება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დედოფლის ცხედარი შოტლანდიის საზაფხულო რეზიდენციაში იყო დასვენებული. მას შემდეგ სასახლესთან ადამიანების ნაკადი არ წყდებოდა. „ათწლეულების განმავლობაში ერის გამორჩეული ლიდერი და მონარქი, რომელსაც მოქალაქეებში განსაკუთრებული ავტორიტეტი და სიყვარული ჰქონდა, სიმტკიცის და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელი,“ - ასე ახასიათებენ ბრიტანელები მონარქს.
მარიკა ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან