ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს

06.03.2021 00:27

სავარაუდო ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში. კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. პოლიცია სხვისი ნივთის დაზიანებასა ან განადგურებაში ბრალდებულს ეძებს. მერიის ინფორმაციით, მემორიალი წუხელ ღამით დააზიანეს. ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დედაქალაქში მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო