საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

14.03.2023 01:06

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სადაც გუშინ ფერდი ჩამოიშალა და გვირაბი დააზიანა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განახლდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, აღნიშნული ფერდის გამაგრება და დატერასება სამშენებლო პროექტით იყო გათვალისწინებული, თუმცა, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სექცია გასუფთავდება, ჩვეულ რეჟიმში, პროექტის შესაბამისად გაგრძელდება სამშენებლო სამუშოები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო