ცოდნის გაცვლის კამპანია | Knowledge Transfer Campaign
საჯარო სამსახურის ბიურომ „ცოდნის გაცვლის კამპანიის" პრეზენტაცია გამართა. პროექტი ემსახურება ადამიანური რესურსების მართვის წარმატებული სისტემების გავრცელებას საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც წარმატებით დანერგეს ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სტანდარტები. ისინი კამპანიაში მონაწილე დანარჩენ საჯარო უწყებებს საუკეთესო გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივა ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების მოწყობას, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც მონაწილე სახელმწიფო უწყებებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაეცნონ საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკას, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. „ცოდნის გაცვლის კამპანია" მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და დასრულდება ამავე წლის მაისში დასკვნითი ღონისძიებით, სადაც პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეძენილი ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ და წარმოადგენენ სამომავლო გეგმებს საკუთარ უწყებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით. ცოდნის გაცვლის კამპანია ჩრდილო--ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება. CSB Web - http://www.csb.gov.ge CSB on Facebook - http://www.facebook.com/CivilServiceB... CSB on Twitter - http://twitter.com/csbgovge CSB on Flickr - http://www.flickr.com/photos/csbgovge/ CSB Blog - http://civilservicebureau.blogspot.com/
მსგავსი ვიდეოები
ცოდნის გაცვლის კამპანია
საჯარო სამსახურის ბიურო
ქართველოლოგიის პროგრამა ჰარვარდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი პურით გავლილი 50 კილომეტრი
ტრენინგ-ცენტრ „ცოდნის" სტუდენტებმა..
odishitv
გადამზადების კურსი ექთნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრენერთა ტრენინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასტიპენდიო პროგრამები 2016-2017 - ნინო ჭელიძე - IEC
INTERNATIONAL EDUCATION CENTER
სასტიპენდიო პროგრამები 2016-2017 - ნინო ჭელიძე - IEC
INTERNATIONAL EDUCATION CENTER