Pin-მა პროგრამის ორ წლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა

20.09.2019 03:27

„ფიიფლ ინ ნიდმა“ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დახურვის ღონისძიება მოაწყო. ორწლიანი შედეგების პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. მას პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მენეჯერის ნანა ფერაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში საქართველოს შვიდ რეგიონში 23 ორგანიზაცია გადამზადდა, აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და მასალით. “მიმდინარეობდა შვიდ რეგიონში გადამზადდა 23 ორგანიზაცია. 23 ადგილას მოეწყო DCFTA საინფორმაციო მაგიდები. აღიჭურვნენ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით და საჭირო ლიტერატურით. აღნიშნული დესკების ოფიცრებმა გაიარეს გადამზადება ფიიფლ ენდ ნიიდის მხარდაჭერით და ისინი უკვე გააგრძელებენ ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას“, - აღნიშნა ფერაძემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: