„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია
„ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადმოინაცვლა. ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ცხრა საათის წინ ამოიწურა. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანს ნაწილობრივ კეტავენ და ხვალიდან ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას აანონსებენ. კარვები გაშლილია რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც ახლა პროტესტის მთავარი ადგილია. თუ კომპანია „ენკა“ ხეობას არ დატოვებს, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება არ გაუქმდება და 2015 წლიდან ჰესთან დაკავშირებით შედგენილი ყველა დოკუმენტაცია არ გაბათილდება, აქციის მონაწილეები ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. ძალაში რჩება ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც. ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ტონი მიუღებელია. მმართველი გუნდი, ისევე როგორც ინვესტორი კომპანია, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ყველა პრობლემატური საკითხის და ხელშეკრულების სადავო პუნქტების განსახილველად სადისკუსიო ფორმატს სთავაზობს, თუმცა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ განიხილავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია - მხარეთა პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნამახვანჰესის მშენებლობა - საკომიტეტო მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster