საქსტატი - 2019 წლის მაისში ეკონომიკური ზრდა 4.7 %-ია

28.06.2019 01:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა. ზრდა შეინიშნება უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში და მშენებლობაში. სტატისტიკის სამსახურში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასაც გამოეხმაურნენ. უწყებაში ამბობენ, რომ სამომავლოდ კურსის გაუფასურება შესაძლოა აისახოს ინფლაციის მაჩვენებელზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო