ოპოზიციის მანდატების საკითხი


ოპოზიციის ნაწილი ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებს და ხელისუფლებას კონსენსუსის მიღწევის ყველანაირი მცდელობის ჩაშლაში ადანაშაულებს. საუბარია სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხზე, რომელზეც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის  პირველივე კვირაში უნდა იმსჯელოს. სხდომამდე მხოლოდ ათი დღე რჩება, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა კი დღითიდღე რთულდება.

თავად მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს არა ულტიმატუმი, არამედ პროცედურაა, რომელსაც მათ რეგლამენტი ავალდებულებს. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დიალოგის მომხრე პარტია „მოქალაქეებს“ უკვე გაემიჯნა, აცხადებს, რომ მათი მთავარი ამოცანა ახალი არჩევნებია, რაც ხალხის პროტესტით მაინც იქნება მიღწეული.

მხარეთა პოზიციები ნათია ქენქაძის სიუჟეტში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან