მანდატების გაუქმების საკითხი

27.01.2021 05:43

პარლამენტში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციის 51 წარმომადგენლისთვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. პირველი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილისა და „ლეიბორისტების“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამ, კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ხვალ დანარჩენი 49-ის საკითხზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. 2 თებერვალს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა, დაკარგავს თუ არა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსს.

რა პროცედურები იგეგმება საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე? - თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania