აღკეთის ღონისძიება


მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. როვშან ისკანდაროვისა და ეტიბარ ისკანდაროვის ადვოკატი მათ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ინტერესების დამცველის განცხადებით, ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ ასახავს რეალურ სურათს. მისი მტკიცებით, საქმე პროცედურულ გადაცდომას ეხება და არა სისხლის სამართლის დანაშაულს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მოხუცებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა და ეს ქმედება ამით იყო მოტივირებული. ისკანდაროვების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 164-ე მუხლით არის აღძრული, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს და ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე 69-ე უბანზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ხდება ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრა. ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, 69-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და უბნის შედეგები ბათილად გამოცხადდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან