მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე


ვაკის პარკის შადრევნის საქმის ახალი გარემოებები.

რეზონანსული საქმის ოთხ ფიგურანტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მათ შორისაა შადრევნის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებში ადანაშაულებენ. ბრალდება დაუმძიმეს „მშენექსპერტის“ დირექტორსა და ექსპერტსაც, რომლებსაც გამოძიება ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დასკვნის პროექტი მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის აღწერით იფარგლებოდა და სამშენებლო ნორმები შესწავლილი არ იყო, თუმცა ყალბი მონაცემების შეტანაზე ისინი „გრინსერვისის“ თანამშრომელმა დაითანხმა, რომელიც ასევე ბრალდება დამძიმებულთა შორისაა. სწორედ ამ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა მერიამ რეაბილიტირებული შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს დენის დარტყმის შედეგად მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან