მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

17.10.2023 02:31

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაიკითხა. ბასილაიას დაკითხვა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბრალდებული გიგა გიგაშვილის ადვოკატმა მოითხოვა. იგი დაცვის მხარის მოწმე იყო. დაცვის მხარეს ბასილაიას დაკითხვით სურდა იმის დამტკიცება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და გიგაშვილის მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. პროკურორს აინტერესებდა, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხელახალი ექსპერტიზა რატომ არ ჩატარდა. ბასილაიამ განაცხადა, რომ „ელემსისთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას იცნობდა, იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის კურატორიც, თუმცა ვერ გაიხსენა ხელშეკრულების ფასი და მოქმედების ვადა. მან დაადასტურა, რომ ხელშეკრულება პროექტის ჩაბარების შემდეგაც გრძელდებოდა და ავტორს ზედამხედველობა ევალებოდა. მან თქვა ისიც, რომ ხარისხთან დაკავშირებით, გათვალისწინებული ექსპერტიზა ჩაატარა შესაბამისმა კომპანიამ, რომელიც პროექტის უსაფრთხოების ნაწილსაც შეეხებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე
04:54

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე
05:38

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე
03:32

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე
01:31

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე
01:43

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაკის პარკის საქმე
03:38

ვაკის პარკის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ 4 პირს ბრალდება დაუმძიმა
04:14

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ 4 პი...

საქართველოს პროკურატურა

ვაკის პარკის საქმე - პროკურატურამ ახალი ბრალდებები წარადგინა
05:56

ვაკის პარკის საქმე - პროკურატურამ ახალი ბრალდებები წარადგინა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო