08 05 2020 ტვ პირველი საქმიანი დილა TV1 ეკონომიკის ამუშავების გეგმა დაჩქარდა
მთავრობის გუშინდელი საკმაოდ ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ ერთიანად ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ვიდრე ტურიზის ანტიკრიზისული გეგმის შემფასებლებს მოვუსმენთ, მოკლე საინფორმაციო მიმოხილვას შემოგთავაზებთ. მთავრობის გადაწყვეტილებით 11 მაისიდან იხსნება თბილისი, ასევე, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, დათქმა არის ის, რომ ქუჩიდან უნდა იყოს შესასვლელი. ნათია თურნავა: "უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლის მიხედვითც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, ფაქტობრივად 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, ჩვენ აქ მოვახდენთ მათი და საბანკო სესხის პროცენტის, 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მლნ ლარზე". (03:00) მარიამ ქვრივიშვილი: "არ გამოვყოფდი ქვეყნების ჩამონათვალს და არ მივცემდი რომელიმეს პრიორიტეტს, რაც მინისტრმა ახსენა, ეს ეხებოდა სახმელეთო ნაწილს და ბუნებრივია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვის მოხსნის შემდეგ დაიწყებენ ქვყანაში მოგზაურობას. 15 ივნისი არის შიდა ტურიზმის გახსნის თარიღი, ხოლო პირველი ივლისი საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რაც გულისხმობს ტურისტების შეოსვლას როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზით". (07:40) ნათია თურნავა: "ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან. (07:48) ასევე, აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში". რა კითხვაზეც კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს არის ჯორჯიან ეარვეისისთვის შეღავათის თუ დახმარების გაცემა. (08:35) თურნავამ გუშინ თქვა, რომ მოლაპარაკება ქართულ ავიაკომპანიასთან მიდის, რომ კვირაში ორი მიმართულებით რეისები დაინიშნოს და ამ საქმეში მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება.
Georgian National Tourism Administration-ის სხვა ვიდეოები
02:13
"გატრო ტური" რუსთავი-2 "სხვა შუადღე" 11.22.2019
03:19
30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 201...
01:31
15 09 2020 მაესტრო ახალი ამბები 10 00 საქართვე...
05:10
15 09 2020 იმედი 11 00 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგ...
01:20
15 09 2020 რუსთავი 2 კურიერი 18 00 თბილისში ხ...
01:36
16 09 2020 იმედი ქრონიკა 09 00 აღმასრულებელი...
09:58
16.09.2020 რუსთავი 2 UNWTO აღმასრულებელი საბჭო თბი...
01:14
06.06.2021 მაესტრო. გასტროტური კახეთში
მსგავსი ვიდეოები
პირველები (05.08.2020)
ტვ პირველი • TV Pirveli
ზესტაფონი ვიტ ჯორჯია პირველი სათასო მატჩი დავით აბაშიძეზ...
ტვ არგო / TV ARGO
უსაფრთხოება თუ თავისუფლება***როგორ ცხოვრობს ამერიკა
GIZO.TV
6 მაისი წმ გიორგის აღსრულების დღეა
ტვ არგო / TV ARGO
მაისი***როგორ ცხოვრობს ამერიკა
GIZO.TV
საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი გურჯაანიდან 11კმ-...
ტვ არგო / TV ARGO
პოს ტვ სიუჟეტი ხობის მოხალისეთა ჯგუფის შესახებ
Khobi Info-News
How to Eat Khinkali***Georgian Food and Traditions
GIZO.TV