გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს, ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც დღეს ჩრდილოეთ გერმანიაში, საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედროების გადამზადება მიმდინარეობს. კანცლერი შოლცის თქმით კიევი ბერლინისგან დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს, მათ შორის \"ჯეპარდის\" ტიპის საზენიტო იარაღს. რომლის გამოყენებასაც უკრაინელ სამხედროებს გერმანელი სამხედროები ასწავლიან. ოლაფ შოლცმა დღეს მისი გამოყენება თავადაც სცადა. გთავაზობთ კადრებს გერმანიიდან.
#ამერიკისხმა
#ამერიკისხმა