28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდება
საქართველო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან ერთად, მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდება. ახალი რეგულაციები ორ დღეში ამოქმედდება და ორთვიან პერიოდს მოიცავს. თუმცა, იქნება გამონაკლისი შემთხვევები ახალი წლის წინა დღეებში, შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება იანვრის მეორე ნახევარშიც. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება თბილისსა და დიდ ქალაქებში, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილის ონლაინრეჟიმზე გადასვლა, „კომენდანტის საათის“ გახანგრძლივება - ეს აკრძალვების მხოლოდ ნაწილია, რომლითაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შენელებას ცდილობენ. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, იანვრის ბოლოს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ახლანდელთან შედარებით, ორჯერ ან მეტჯერ უნდა შემცირდეს. დაანონსებული შეზღუდვები არ გავრცელდება აფთიაქებზე, სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიებზე. მუშაობას განაგრძობს საბანკო-საფინანსო სექტორი, ასევე სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. არ იზღუდება არც ავტოტექმომასახურებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას განაგრძობს აგრარული ბაზრობებიც. საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე მონაკვეთის გარდა, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის - ტაქსით გადაადგილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან -...
Trialeti TV
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექოს სპეციალური გამოშვება 26 11 2020
მეცხრე არხი ახალციხე
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამკაცრებული რეგულაციები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster